„ „Bednieri QALI“ საზოგადოებას ტყუილად ნუ აწმინდავთ ხელს! ნუ ამბობთ, რომ საზოგადოებამ გაიგო არასწორად თქვენი შეთავაზება,” – ასე ეხმიანება ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე საკუთარ გვერძე, სოციალურ ქსელში ტრენინგ-ცენტრ – „ბედნიერი ქალის“ მიერ გამართულ ტრენინგს.
„ტრენინგ-ცენტრი “ბედნიერი ქალი” გეპატიჟებათ ტრენინგზე” – გათხოვება მინდა ანუ როგორ გავხდე ბედნიერი და წარმატებული ქალი”.
მსგავსი ტრენინგი პირველად არ ჩატარდა, აქამდეც ყოფილა.
ტრენინგის ორგანიზატორი როდესაც სვავს კითხვას რატომ ეჩვენება საზოგადოებას სასაცილოდ მსგავსი ტრენინგი, პასუხი ერთია. სასაცილო ის კი არაა, რომ ქალებს და საერთოდ ყველას უნდა იყოს ბედნიერი, არამედ მათი შეთავაზების ფორმაა სასაცილო. ისევე როგორც ინტერესი გაზარდეს ამ ინტრიგით, საკმაოდ დიდი ზარალიც მიაყენეს კონკრეტულ ტრენინგს, როგორც გაყიდვადობით ასევე რეიტინგიც გაუფუჭეს. მათ, რომ შემოეთავაზებინათ პიროვნული განვითარების ტრენინგი საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნაში ასე არავინ იცინებდა, არავინ დაიწყებდა მინაწილეებზე სიცილს. სურდათ თუ არა მათ, რაღაც დონეზე, საკუთარ ტრენინგის მონაწილეებს მიაყენეს ფსიქოლოგიურ ტრავმა, მაშინ როდესაც ისინი მათი მისამართით დაწერილ მსგავს კომენტარებს კითხულობენ. ტრენინგის ორგანკზატორები უბიძგებენ ამ “ბრმა” საზოგადოებას ასეთი ქცევისკენ და წახალისებულიც კია. დღეს კი ვითომ სახედაფარული ხალხის სურათებს დებენ, რითაც კიდევ ერთხელ იწვევენ სიცილს საზოგადოებაში. თუ ვინმეს ნაცნობია ამ სურათზე გამოსახული ამ რაკურსიდანაც კარგად იცნობს და კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში აგდებთ ტრენინგის მონაწილეებს. “Bednieri QALI” საზოგადოებას ტყუილად ნუ აწმინდავთ ხელს! ნუ ამბობთ, რომ საზოგადოებამ გაიგო არასწორად თქვენი შეთავაზება. თქვენ მიაწოდეთ ასე ინფორმაცია. მე როგორც ფსიქოლოგს ეჭვი არ მეპარება, რომ პიროვნულ ზრდაზე მუშაობთ, არანაირად არ მგონია, რომ „კაცის დაკერვის“ ხელოვნების სწავლა ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეცაა. უბრალოდ თქვენ გაავრცელეთ ასე… მე ინტერვიუებიც ვნახე და იქაც ხაზგასმა ხდება „კაცის დაკერვაზე“ და არა პიროვნულ ზრდაზე. არასწორი აქცენტებია ჩემო მეგობარო. რაც დათესეთ იმ სიცილს იმკით. დიდი დრო დაგჭირდებათ რეალურად რასაც აკეთებთ ის მიიღოს საზოგადოებამ პოზიტიურად, როცა ნამდვილად საჭირო რამეს აკეთებთ.
სირცხვილია: გათხოვება და ბედნიერების ერთმანეთთან დაკავშირება არის სამარცხვინო, ასევე შეურაცმყოფელი ქალებისთვის. ანუ ქალს მეტი ვერანაირად ვერ შეუძლია, რომ ბედნიერებას მიაღწიოს საქართველოში გარდა გათხოვებისა? (იბადება კითხვა).
რათქმაუნდა თქევენ ამაზე არ ფიქრობდით როცა სათაურს იგონებდით. უფრო ინტრიგას ეძებდით. თემცა ამ ძიებაში შეურაწყოფა გამოვიდა.
იმედია სხვა დროს უფრო მეტს იფიქრებთ კლიენტებზე და შემდგომ საკუთარ თავზე,“ – წერს ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე.