შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის მარტის თვეში 363286 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 37 %-ით მეტია.

“2012 წელს საქართველოს 4 389 256 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ზრდამ 56% შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარი-მაისის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 1 698 146 უცხოელი იმყოფებოდა (ზრდა – 31%). ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 5 მილიონს მიაღწევს. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის.

წელს ვიზიტორების სიმრავლით თურქეთი (616 864), აზერბაიჯანი (355 809), სომხეთი (353 732) და რუსეთი (184 287) გამოირჩეოდნენ. ეს ტენდენცია წლების განმავლობაში ნარჩუნდება და ამმხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებებს მიმდინარე სეზონზე ველით. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, აქ მოწინავე პოზიციებს უკრაინა (38 049), ირანი (26 360), ამერიკა (9 044) და გერმანია (8 682) იკავებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 343 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 31,8%);

ბ) ტრანზიტი – 122 093 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 13.1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 49,4%);

გ) სხვა – 463 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 38.3%).

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების 57% ტურისტს (ვიზიტორი, რომელიც ღამეს ათევს საქართველოში) წარმოადგენ.

01.07.13

Please follow and like us: