თბილისი “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
“მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. ჩვენს დარგში განხორციელებული ინვესტიციების წილი ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელბას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ჩვენთვის, ასევე მნშვნელოვანია, წამყვან კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ენერგო პროექტებში და გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს და აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები შესაძლებელს ხდის პირდაპირი ურთიერთობი დამყარდეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ სახვადასხვა ორგანიზაციებსა და კომპანიებს შორის, რასაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა დ საფუძველს ჩაუყრის ახალი ურთიერთობების პერსპექტივებს.“ – განაცხადა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კახა კალაძემ. Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით , 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს “ჰიდროტექ საქართველოს” რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციაზე ისაუბრებენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო პროექტებისა და საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ.
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები, საკონსულტაციო კომპანიები და იურისტები.
„ეს კონფერენცია მეორედ იმართება საქართველოში, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ევროპული კომპანიები, რომლებიც ჰიდრო ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობენ. თქვენ იცით , რომ საქართველოში ძალიან ბევრი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება და ჩვენი მთავრობისთვისაც პრიორიტეტი არის ენერგეტიკის მიმართულება. ჩვენ უნდა ავითვისოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რათა უახლოეს მომავალში აღარ ვიყოთ ენერგეტიკულად დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. კონფერენციის მიზანიც სწორედ ესაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაცნოთ ინვესტორებს ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნა, რომელიც ენერგეტიკის დარგში არსებობს და დარწმუნებული ვარ ბევრი კომპანია კიდევ უფრო დაინტერესდება ამ მიმართულებით.
დაახლოებით 3 ათას მეგავატზე უკვე არის ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულებები ,ეს პროექტები აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ჩვენ მაქსიმალურად კარგ პირობებს ვქმნით იმისათვის, რომ ენერგეტიკული რესურსები ავითვისოთ. კონფერენციაზე არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ევროპული კომპანიები , რომლებიც გარდა ჰიდროენერგეტიკის მიმართულებისა , ქარის და თბო სადგურების მიმართულებითაც ინტერესდებიან.“ – განაცხადა კახა კალაძემ , კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.