მსხვილი ირანული კომპანიები ქართულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაეცნობიან. ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო დელეგაცია საქართველოს 1-5 ივლისს ეწვევა.
2 ივლის საგამოფენო კომპლექს “ექსპო ჯორჯიაში” (მე–3 პავილიონი) ქართულ–ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
“ექსპო ჯორჯიაში” ორი დღის განმავლობაში ირანული პროდუქციის გამოფენა მოეწყობა. ამასთან ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები გაიმართება.
01.07.13