ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„იმედის“ საინფორმაციო სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება ჟურნალისტების უსაფრთხოება და მათ საშუალება ექნებათ, თავისუფლად განაგრძონ პროფესიული საქმიანობა.
„ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება როგორც მათი უსაფრთხოება, ასევე, უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა“, – ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.