IDS Borjomi International-ის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ჟადანოვის განცხადებით, ერთი თვის მონაცემებით რუსეთში უკვე შეტანილი და გადანაწილებულია 1,9 მილიონი ბორჯომი.

მისივე განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ივლისის ბოლომდე კიდევ მოხდება  5 მილიონი ბოთლის შეტანა ბაზარზე, რომლების განაწილებაც წინასწარ არის დაგეგმილი.

კომპანია მომდევნო  7 თვეში გეგმავს გაყიდოს დაახლოებით მესამედი იმისა, რაც გასულ წლებში ერთ წელიწადში იყიდებოდა.

ბორჯომი უკვე შეტანილია ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორიც არის – მოსკოვი,  სანქტ-პეტერბურგი, ასევე აქტიურად იყიდება სხვადასხვა დიდ მაღაზიებში.

02.07.13

მარინა ფიდუაშვილი

 

Please follow and like us: