Euronews-ი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ერთ-ერთი კვლევის შესახებ გვთავაზობს სტატიას. აღნიშნულ სტატიაში მიმოხილულია მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში პროფესიის, ჟურნალისტიკის კავშირი ომთან და ფაქტები, რომელიც ყველა მაყურებელმა თუ მკითხველმა უნდა იცოდეს – რა ფასად უჯდება ჟურნალისტს ის ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება მსოფლიოს ნებისმიერი ცხელი წერტილიდან იღებს.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 1992 წლიდან 2015 წლამდე სულ 1150 ჟურნალისტი დაიღუპა. ფოტოზე ნაჩვენებია დაღუპულთა რაოდენობა ქვეყნებში.
როგორც ნიგერიისთვის შექმნილი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ფონდის სახელმძღვანელოში წერია მედიის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, მას შეუძლია გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ აზრზე და ჩამოაყალიბოს ის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ჟურნალისტები ფრთხილად კონფლიქტის გაშუქებისას და იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა მიდგომით ხდება ეს გაშუქება. ყველგან, სადაც ძალადობაში გამოხატული კონფლიქტია ან არის ამის პოტენციალი, დაუფიქრებლად, მოუფრთხილებლად გამოქვეყნებულ ინფორმაციას (ნიუსს) შუძლია კიდევ უფრო გაამძაფროს სიტუაცია”.
საერთაშორისო ჟურნალისტიკა ემხრობა, რა ამ წესებს მიიჩნევს, რომ ომსა და ჟურნალსტიკაზე საუბრისას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ჟურნალისტების სურვილს მოიპოვონ ინფორმაცია და იმ საფრთხეს, რომელშიც ისინი იგდებენ თავს. ომის ჟურნალისტიკა ალბათ, ყველაზე ობიექტურ ჟურნალისტიკურ მიმდინარეობად ითვლება, რადგან ფოტო თუ ვიდეო კადრი ასახავს პირდაპირ სინამდვილეს და მისი ინტერპრეტირება შეუძლებელია.
BBC-ის პრინციპები ომის ჟურნალისტიკასთან მიმართებაში შემდეგია: კონფლიქტის ეპიცენტრიდან ჟურნალისტებმა რეპორტაჟის გაკეთებისას ყველანაირად უნდა ეცადნონ, რომ საკუთარი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ დააყენონ.
BBC-ი პირდაპირ მიუთითებს, რომ არცერთი რეპორტაჟი, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, არ ღირს ჟურნალისტის სიცოცხლის ან ფიზიკური ზიანის ფასად.“
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ კვლევაში ნათქვამია, რომ გასული 2014 წელი 1992 წლიდან მოყოლებული შედარებით უსაფრთხო წელი იყო რეპორტიორებისთვის. კვლევებში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები არ არიან რიგითი მოქალაქეები, არც სამხედრო პირები,არც მშვიდობიანი მოსახლეობა. ისინი იმ ადამიანთა კეტეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც აქვთს უნიკალური უფლება იყვნენ ომში და არ ესროდნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ჟურნალისტებისთვის ის არის, რომ კონფლიქტურ ზონაში მოხვედრამდე მათ სიცოცხლე უნდა დააზღვიონ, ყველა ოფიციალური დოკუმენტი წესრიგში ჰქონდეთ, ყელზე მეტალის ჟეტონი ეკეთოთ, სადაც ვინაობა და სისხლის ჯგუფი აღინიშნება და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვან სამხედრო ფორმა. რეკომენდაციებში ისინი უთითებენ იმასაც, რომ შეიძლება კამერაზე თეთრი დროშაც დაამაგრონ, რადგან სნაიპერებს ან ჯარისკაცებს ჟურნალისტების ხელში დაჭერილი ვიდეო კამერა იარაღი ჰგონიათ და ამ მიზეზით ეს უკანასკნელები მათი მსხვერპლნი ხდებიან.
პროფესიათა უმრავლესობას ღრმა წარსულში მოეძებნება ფესვები. თანამედროვე ჟურნალისტიკის საწყისებიც ცივილიზიაციათა განვითარების ადრეულ ეტაპებზე უნდა ვეძიოთ სამხედრო ჟურნალისტიკის წინამძღვრებთან ერთად. სხვა საქმიანობების მსგავსად, სამხედრო ჟურნალისტიკაც მუდმივად ვითარდებოდა, იხვეწებოდა და აქტუალური ხდებოდა – ამის მიზეზი არა მხოლოდ მისი ობიექტური და საინფორმაციო ხასიათი, არამედ ჟურნალისტთა მკვლელობები და ტრაგიკული შემთხვევები იყო.
ომი სამყაროსა და ცივილიზაციის თანმდევი მოვლენაა. სწორედ ამ მოვლენის რეალური სურათის ჩვენება გახლავთ მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოებას ამა თუ იმ ფაქტზე ობიექტური და ჯანსაღი მოსაზრება შეექმნას. საერთაშორისო ჟურნალისტიკაში აღიარებულია ის ფაქტი, რომ ომის დროს რეალობის ობიექტურად წარმოსახვა უფრო გართულებულია, ამის მიზეზი მოქმედების შეზღუდულობა და ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლის საფრთხეა.
ყველაზე მთავარი მაინც ის დაუწერელი კანონებია, რომლებიც გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების შემდეგ ჩამოყალიბდა და რომელთა გათვალისწინება თითოეული ჟურნალისტის ვალია, რათა დაცული იყოს მათი პირადი და სახელმწიფოს უსაფრთხოება.
Euronews–ი ეხება პირველ სამხედრო ჟურნალისტიკის ნიმუშებს.
ვიეტნამის ომი იყო პირველი, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს მთელი თავისი რეალობით. როგორც ცნობილია ორმოცი ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. ხალხმა კი პერველად ნახა რეალური სურათი და შიშს ჩახედა თვალებში. მანამდეც იყო, რა თქმა უნდა, ომის გაშუქების ფაქტები, თუმცა კინოჟურნალისტები არ იყენებდნენ ახლო კადრებს, ამერიკის ჟურნალისტიკამ კი ვიეტნამის ომი მთელი თავისი სისასტიკით აჩვენა.
აქვე საინტერესოა ის ფაქტიც,რომელიც შემდგომ მიიჩნიეს, როგორც ამერიკის დამარცხების მთავარი მიზეზი ამ ომში. ვიეტნამის სოფელ კამნში ამერიკელმა ჯარისკაცემა სახლები დაწვეს, ეს კადრები ხალხმა ნახა და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა.
ვიეტნამის ომის შემდეგ,არა მხოლოდ შტატებში, ასევე მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც ხელისუფლებისა და სამხედროების დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ შეიცვალა. როგორც სტატიაშია ხაზგასმული, პირველმა მსოფლიო ომმა და გაშუქების ხარისხმა გვაჩვენა,რომ ომს აქვს თვისება დაყოს საზოგადოება რამდენიმე ნაწილად და მედია აქციოს პროპაგანდის ეფექტურ იარაღად.
ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი ჟურნალისტი მარი კოლვინი,რომელიც 2012 წლის 22 თებერვალს სირიაში, ქალაქ ჰომსში, ალყაშემორტყმული ქალაქის შესახებ რეპორტაჟის მომზადების დროს დაიღუპა.
მისი ისტორია იმით არის გამორჩეული, რომ იგი თითქმის 30 წლის განმავლობაში სხვადსახვა ქვეყანაში კონფლიქტებსა და ომებს აშუქებდა. ის მუშაობდა ირან-ერაყის ომში, ლიბანში, კოსოვოში, ისრაელში, იემენში, სიერა ლეონეში, ზიმბაბვეში, შრი ლანკასა და აღმოსავლეთ ტიმორში. კოსოვოში და ჩეჩნეთში გაკეთებული რეპორტაჟებისთვის მას მიენიჭა ქალთა საერთაშორისო მედია-ფონდის ჯილდო „სიმამაცისთვის ჟურნალისტიკაში” (2000), ორჯერ (2001, 2010) გახდა ბრიტანული პრესის ჯილდოს „წლის უცხოელი რეპორტიორის” მფლობელი. 2001 წელს შრი ლანკაში სამოქალაქო ომის გაშუქებისას მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც მარცხენა თვალი დაკარგა.
“ომი უნდა გავაშუქოთ იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რას აკეთებს მათი მთავრობა, შეიარაღებული ძალები. ჩვენი, ჟურნალისტების მისიაა ძალაუფლების მქონე ადამიანებს ვუთხრათ სიმართლე ომის თანმდევი საშინელებების შესახებ“.
აღნიშნულ თემაზე ბევრი გამოცემა წერს, განსაკუთრებით დასავლური, იწერება სხვადასხვა პუბლიკაციები რომელთაც ჩვეულებრივი მკითველი ჰყავს. თუმცა ვიზუალური აღქმა უფრო გვეხმარება იმაში,რომ გავიგოთ, რას ნიშნავს რეალურად სამხედრო ჟურნალისტიკა. ბრიტანეთში იმპერიული ომების მუზეუმში შეხვდებით რამდენიმე ექსპონატს და ვიდეო მასალას, სადაც ასახულია დაღუპული ჟურნალისტების ისტორიები და კადრები.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე