რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არასრულწლოვნებში გეი-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, არატრადიციული სექსუალური ურთიერობების ბავშვებში პროპაგანდისთვის მოქალაქე 4 000-დან 5 000-მდე რუსული რუბლით (დაახლოებით 150 აშშ დოლარი) დაჯარიმდება, ოფიციალური პირი 40 000-დან 50 000-მდე რუბლით, იურიდიული პირებისთვის კი ეს თანხა 800 000-დან 1 მილიონ რუბლამდე მერყეობს. ასევე, კანონი იურიდიული პირებისთვის საქმიანობის 90 დღის განმავლობაში შეჩერებასაც ითვალისწინებს.
უფრო მკაცრია სასჯელი ამ დანაშაულში ინტერნეტის ან მედიის გამოყენებისთვის. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ათასიდან 100 ათას რუბლამდე დაჯარიმდება, ოფიციალური პირი 100 ათასიდან 200 ათას რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირი 1 მილიონი რუბლით.
02.07.13