უამრავი გოგონა უვლის სახის კანს, რათა დიდხანს შეინარჩუნოს სილამაზე და ახალგაზრდობა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ ქუთუთოს კანი; არადა, სწორედ ეს ზონა გასცემს ასაკს პირველ რიგში! გთავაზობთ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ნიღბების რეცეპტებს. ეფექტურობა დამტკიცებულია!
ნიღბები თვალის ირგვლივ კანისთვის: მოვლის პროცედურის დაწყებამდე გაითვალისწინეთ, რომ ქუთუთოს კანი ძალზე თხელი და ნაზია, არ გააჩნია ცხიმოვანი ფენა, ამიტომაც ამ დელიკატური ზონის მოვლას გაფრთხილება სჭირდება.
ოხრახუში
ოხრახუშის სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენი ბებიებისთვისაც იყო ცნობილი: მატონიზირებელი, მაცოცხლებელი, მათეთრებელი და დამატენიანებელია. რაც მთავარია – ალერგიისადმი მიდრეკილებსაც უხდებათ. არამხოლოდ მწვანილის, ძირის გამოყენებაც არის შესაძლებელი.
მწვანილისა და არაჟნის ნიღაბი
წვრილად დაჭერით მწვანილი, ცოტაოდენი წვენიც რომ გამოეყოს. მოურიეთ 2 ჩ.კ. უცხიმო არაჟანთან ერთად. წაისვით მასა ქუთუთოებზე და დაიფარეთ სველი ბამბის დისკი. გააჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით დაიბანეთ. მწვანილისა და კარაქის ნიღაბი უხდება მათ, ვისაც მშრალი კანი აქვს. ისევე, როგორც წინა რეცეპტში, წვრილად დაჭერით მწვანილი. მოურიეთ ს.კ. დარბილებულ კარაქთან. 10-15 წუთის შემდეგ მოიცილეთ ბამბის დისკით.
ოხრახუშის ძირის ნიღაბი
იდეალური საშუალება დასიებისას. გარეცხეთ ოხრახუშის ძირი, წვრილად გახეხეთ. მასა დაიდეთ 15-20 წუთით. კარტოფილი კარტოფილს შეუძლია კანის ტონუსში მოყვანა, ისევე, როგორც გამაახალგაზრდავებელ ინიექციებს. მოხარშეთ კანგაუცლელი კარტოფილი, გაჭერით შუაზე, ოდნავ გააცივეთ და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით. უმი
კარტოფილის, რძისა და ფქვილის ნიღაბი
გახეხეთ გარეცხილი კარტოფილი. მიღებულ მასას ს.კ. შეურიეთ ჩ.კ. თბილი რძე და ჩ.კ. ფქვილი. დაიდეთ ქუთუთოებზე 15-20 წუთით. დაიბანეთ თბილი წყლით. დამამშვიდებელი ნიღაბი თვალის ირგვლივ კანისთვის გთავაზობთ ნიღბის კიდევ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ გამაჯანსაღებელ რეცეპტს.
ნიღაბი ბანანით
ბანანის მეოთხედი დაამუშავეთ ჩანგლით, დაიდეთ ქუთუთოებზე და დაიფარეთ სველი ხელსახოცით. 15 წუთში დაიბანეთ. არაჟნისა და ხაჭოს ნიღაბი მოურიეთ არაჟანი და ხაჭო. დაიდეთ თვალის ირგვლივ კანზე სქლად. 15 წუთის შემდეგ ფრთხილად მოიცილეთ.
შვრიის ნიღაბი
ს.კ. შვრიის ფქვილი ან ფანტელი მოურიეთ ს.კ. თბილ რძესთან. დაელოდეთ, სანამ მასა შესქელდება. დაიდეთ 20 წუთით. კიტრის ნიღაბი კიტრი გაჭერით შუაზე და დაიდეთ ქუთუთოებზე 15 წუთით.
ჩაის კომპრესი
ჩაის პაკეტები – იდეალური საშუალებაა დაღლილობის, დასიებისა და თვალის ქვეშ სილურჯის მოსაცილებლად. ცხელ წყალში დაყენების შემდეგ ოდნავ შეციებული პაკეტები დაიდეთ ქუთუთოებზე 15 წუთის განმავლობაში. ეს უმარტივესი ნიღბები თვალის ირგვლივ კანისთვის ძვირად ღირებული კრემების არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. მოუარეთ საკუთარ თავს და ისიამოვნეთ მიღებული შედეგით. იყავით ლამაზი!
წყარო: marao.ge