2015 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 89.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 215.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 27.4 პროცენტით (34.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ოქტომბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
როგორც თბილისი ეროვნული ბანკიდან აცნობესლ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.