რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა. ესენი არიან:
ტოლერანტო პოლიტიკოსი:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი;
- საქართველოს იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;
- საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი;
ტოლერანტი რელიგიური ლიდერი:
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე;
- თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი რახამინ მურდუხაშვილი;
- საქარათველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი;
- დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე;
- აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი;
უცხოელი დიპლომატი:
- ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი;
- ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე;
ტოლერანტი თბილისელი
- ცნობილი ჟურნალისტი ჯამლეთ ხუხაშვილი;
ტოლერანტი მეცნიერი:
- ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი;
- თეოლოგი ზურაბ კიკნაძე;
- თეოლოგი ლევან აბაშიძე.
ტოლერანტი ხელოვანი:
- სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ტოლერანტობის კომპოზიციის ავტორი, ირინა ორაგველიძე.
შეგახსენებთ, რომ რელიგიის სააგენტომ კონკურსი ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის ესკიზზე რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. ნამუშევარი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა:
- უნდა აღწერდეს ტოლერანტობის იდეას;
- უნდა შეესაბამებოდეს იმ ლანდშაფტსა და ურბანულ ქსოვილს, რომელშიც იგი განთავსდება;
- უნდა იყოს ესთეტიკური ღირებულების მატარებელი.
ირინა ორაგველიძის შექმნილი ესკიზი სარეკომენდაციო ჯგუფმა განსახილველად წარმოდგენილი 12 ავტორის 17 ნამუშევარიდან გამოარჩია. ავტორს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5000 ლარს გადასცემს.
სოფიკო ნინიკაშვილი