2013 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6 პროცენტი შეადგინა.

“საქსტატის” ინფორმაციით,  მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივნისის ინფლაციაში -0,56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე – ბოსტნეული და ბაღჩეული (-9,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1,3 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე (1,3 პროცენტი).საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და აირზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივნისის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების ქვეჯგუფზე (-0,8 პროცენტი).2013 წლის ივნისში 2012 წლის ივნისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2 პროცენტი შეადგინა. 12–თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე – სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,54 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე – ხილი და ყურძენი (18,4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (13,5 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე – შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-7,6 პროცენტი), თევზეული (-5,6 პროცენტი).ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12,6 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები შემცირდა 4,9 პროცენტით.

ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,64 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (-7,4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6,2 პროცენტი).

03.07.13

Please follow and like us: