რელიგია კაცობრიობის ისტორიის თანამდევი მოვლენაა და მსოფლიო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ნაკლებად ესმით ან არასწორად იგებენ სიტყვა – „რელიგიის“ არსს. ალბათ, ბევრი  ეთანხმება ვოლტერის სიტყვებს: „რელიგია, რომ არ არსებულიყო მისი გამოგონება მოგვიწევდა“, რადგან ის უპირველესად ღმერთთან ურთიერთკავშირზე მიანიშნებს და ამდენად, ადამიანის სულის  ნაწილია, მისი სულიერი ცხოვრებაა.

12282840_892047727558952_1631188504_n მაინც რას ნიშნავს სიტყვა „რელიგია“? რა ელემენტებისგან შედგება? რა სახით კლასიფიცირდება? მოდით ვნახოთ, როგორია მისი მეცნიერული გააზრება. Religio” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას,  ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას.  სიტყვა ,,რელიგია’’ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება, რელიგერე- შემოკრება, რელიგარე- დაკავშირება, რეელიგერე- ხელახლა დაკავშირება,  ხოლო გადატანით, მეორეული აზრით იგივეა, რაც ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება. რელიგია როგორც ცხოვრების, აზროვნებისა და შემეცნების ფორმა არის ადამიანის გარეთ არსებული ძალების ანუ მიღმიერი, ზებუნებრივი, ზეცნობიერი რეალობის რწმენა. რელიგიის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ ასებობს, თუმცა   სოციოლოგი რ.ჯონსტოუნის მიერ დასახელებული  5 ძირითად ელემენტი გვეხმარება, გავიგოთ რამდენად უკავშირდება ის რწმენათა ამა თუ იმ სისტემას. ესენია:

  •  რელიგია გულისხმობს მორწმუნეთა ჯგუფის არსებობას, თუმცა ის, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ღრმად პერსონალურ განცდებთანაც.
  • რელიგია ასოცირებულია წარმოდგენებთან. იგი ზღვარს ავლებს ყოველდღიურობასა და უჩვეულო მოვლენებს, სასწაულებს შორის. სასწაული დაკავშირებულია რაღაც ზებუნებრივთან, ისეთ ძალასთან ან არსებასთან, რომლის შესაძლებლობები არ არის შეზღუდული ბუნების კანონებით.
  • რელიგია გულისხმობს რწმენათა განსაზღვრულ ერთობლიობას- სარწმუნოებას. ეს რწმენები ხსნის ადამიანურ ბუნებას, არსებულ გარემოსა და ზებუნებრივ ძალებს, რომლებიც საკრალურად მიიჩნევა.
  • რელიგია მოიცავს რიტუალებისა თუ სხვა ტიპის ქმედებების განსაკუთრებულ ერთობლიობას.
  • რელიგია თავის თავში მოიცავს განსაზღვრულ წარმოდგენებს ცხოვრების მართლზომიერ წესზე. რელიგიათა უმრავლესობა მორწმუნეებს ქცევის მარეგულირებელ მცნებათა თუ ნორმათა სისტემას უწესებს. რომელიც ადგენს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ამა თუ იმ გარემოში.

მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანის სულიერ-ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა რელიგიაც. ამ პროცესის შედეგად ზოგიერთი მიმდინარეობა გაქრა ან მისი ნიშან-თვისება, მეტ-ნაკლებად აისახა დღეს არსებული რელიგიების სწავლებასა და კულტმსახურებაში. შესაბამისად გამოიყოფა:

  • ცოცხალი რელიგიები – რომლის მიმდევრები (მიუხედავად რაოდენობისა) თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრობენ.
  • მკვდარი რელიგიები – რომლებიც დღესდღეობით აღარ გვხვდება, მაგრამ ოდესღაც ხალხთა სულიერი ცხოვრების მასაზრდოებელ ძალას წარმოადგენდა.

XX საუკუნის დასაწყისში რელიგიის სოციოლოგიაში (რელიგიათმცოდნეობის დამხმარე დისციპლინა) აღიარება მოიპოვა რობერტ ბელახის ახალმა თეორიამ. მასში წარმოდგენილია  რელიგიათა კლასიფიკაციის სისტემა პრიმიტიულიდან თანამედროვე მოძღვრებამდე ევოლუციის მიხედვით. ბელახმა გამოყო ხუთი  კატეგორია:

  • პრიმიტიული რელიგია: მაგალითად, ავსტრალიური;

– სიმბოლოთა სისტემა – ადამიანისა და საგნების მითური გამოსახვა; ü  რელიგიური ქცევა – იდენტიფიკაცია, საგვარეულო გამოსახულებებზე ისტორიათა „კვლავწარმოება“; ü  რელიგიის ორგანიზაცია – ეკლესიის არარსებობა, რელიგიურისა და საზოგადოებრივის ერთიანობა; ü  სოციალური ასპექტი – სოციალური სოლიდარობის განმტკიცება.

  • არქაული რელიგია. მაგალითად, პოლინეზიური და აფრიკული;

– სიმბოლოთა სისტემა – ძლევამოსილი მითური არსებები (ღმერთების მსგავსი); ü  რელიგიური ქცევა – თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა; ü  რელიგიის ორგანიზაცია – განსხვავებული კულტები; ü  სოციალური ასპექტი – სოციალური კონფორმიზმის მოთხოვნა.

  • ისტორიული რელიგიები. მაგალითად, ძველებრაული;

– სიმბოლოთა სისტემა – გამიჯვნა ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის; ü  რელიგიური ქცევა – ხსნა კეთილი საქმეების საფუძველზე; ü  თავისუფალი ნების კონცეფცია; ü  რელიგიის ორგანიზაცია – ეკლესიები; ü  რელიგიური ორგანიზაციების გამოყოფა სხვა საზოგადოებრივი სისტემებისაგან; ü  სოციალური ასპექტი – დაძაბულობა რელიგიასა და საზოგადოებას შორის.

  • ადრეული მოდერნისტული რელიგია. მაგალითად, რეფორმაციის ეპოქის პროტესტანტიზმი;

– სიმბოლოთა სისტემა – პირდაპირი კავშირი ზებუნებრივსა და ინდივიდს შორის; ü  რელიგიური ქცევა – მთლიანად მოიცავს ცხოვრებას, ü  რწმენის კონცეფცია; რელიგიის ორგანიზაცია – ნებაყოფლობითი წევრობა რელიგიურ ერთობაში; ü  სოციალური ასპექტი – ძირეული ცვლილებები სოციალურ სისტემებში.

  • მოდერნისტული რელიგია. მაგალითად, ქრისტიანობა თანამედროვე დასავლეთში;

– სიმბოლოთა სისტემა – პიროვნება და მისი ვალდებულება; ü  რელიგიური ქცევა – პიროვნული ეთიკური პრინციპების ძიება; ü  რელიგიის ორგანიზაცია – გარკვეულწილად ეკლესიის წევრობა, თუმცა, უმთავრესად, პირადი პასუხისმგებლობა; ü  სოციალური ასპექტი – საზოგადოების კულტურისა და პიროვნული ღირებულებების შესაძლო მუდმივი სრულყოფა. არსებობს განსხვავებული ტიპოლოგიური სქემები, რითაც რელიგიებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ: „დახშულ და ღია“, „ბუნებრივ და ეთიკურ“, „ბუნებრივ და გამოცხადებისეულ“. რელიგიები შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც, ü  მონოთეისტური- ერთღმერთიანი; ü  პოლითეისტური-ღმერთების პანთეონი; ü  გვარტომობრივი– შენარჩუნებული აქვთ უძველესი საზოგადოებრივი სტრუქტურა, მაგალითად, ავსტრალიის აბორიგენებში; ü  ხალხურ-ნაციონალური – აღმოცემდა ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ამა თუ იმ ერის წიაღში და დღემდე ამ ერს ეკუთვნის. მაგალითად, ინდუიზმი, კონფუციანელობა, სიქჰიზმი, შინტოიზმი და დაოიზმი; ü  მსოფლიო – წარმოშობის დროისა და ადგილის მიუხედავად, გავრცელებულია პლანეტის მოსახლეობის დიდ ნაწილში. ესენი არიან: ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. სოფიკო ნინიკაშვილი სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 734 times, 1 visits today)

კომენტარები