კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს და წალკის ფოლკლორულ ანსამბლებს, ასევე ქალაქ რუსთავის სამუსიკო სკოლებსა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატული თეატრის ანსამბლს საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა.
როგორ “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ანსამბლს „სალაღობო“ სხვადასხვა სახეობის 10 საკრავი, წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლს – 20 მუსიკალური ინსტრუმენტი, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატული თეატრის ანსამბლს „სულიკო” კი, 12 მუსიკალური საკრავი გადაეცა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მუსიკალური ინსტრუმენტები ასევე მიიღო ქალაქ რუსთავის სამმა სკოლამ (ქ. რუსთავის ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, ქ.რუსთავის რ.ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლა და სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი).