შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის არის ნათლად გამოსახული და ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის რეალურად გავლენას მოახდენს თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებასა და მეტ კულტურულ კავშირებზე.
“შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის არის ნათელად გამოსახული და ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი რამ რაც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ.
ეს რეალურად გავლენას მოახდენს თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებაზე, მეტ კულტურულ კავშირებზე, მეტ საქართველოზე ევროპაში და მეტ ევროპაზე საქართველოში.
ამ ნაბიჯებით ვიმოძრავებთ ჩვენ წინ. წინ იმ საბოლოო პოლიტიკური მიზნისკენ რომელიც ამ რეფორმების, ამ ძალიან რაციონალური და განსაზღვრული პოლიტიკის კონტექსტში საბოლოოდ საქართველოს მიიყვანს თავის ისტორიულ და გეოსტრატეგიულ მიზნამდე – ევროპის წევრობამდე” , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაბურა.
“ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ეს არის “მილენიუმ ჩელენჯის” პროექტი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ანალოგიური მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს შევქმნით რომელიც ბუნებრივ კავშირებს წასწევს წინ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.