დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კონტრაქტორ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ოფისში შედგა. ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, ქუთაისისა და ფოთის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ქუთაისისა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატები – გუბაზ სანიკიძე და ეკა ბესელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.
კონტრაქტის ღირებულება 59,5 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულია ესპანური კომპანია „Cobra Instalaciones y Servicios SA” (“კობრა ინსტალაციონეს ი სერვისიოს“). პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
04.07.13