ყველა ქორწინების იუბილე მნიშვნელოვანია, თუმცა შეუღლებიდან 70-ე იუბილე მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
ჩინელი წყვილი, რომელთაგან ერთი 98 წლის, ხოლო მეორე-97 წლისაა, 1945 წელს დაქორწინდა. წყვილს ოთხი შვილი ეყოლათ, რომლებიც მათ დაეხმარნენ ისეთივე დფოტო გადაეღოთ, როგორიც ქორწინების დღეს, რამდენიმე წლის წინ.
,,ჩემი მშობლები 98 წლის არიან, დიდი ხანი იცხოვრეს ერთად, გაიარეს ომები, ავადმყოფობები, მაგრამ მაინც ერთად დარჩნენ და ერთმანეთი დღემდე უყვართ“ – აღნიშნავს მათი ყველაზე ახალგაზრდა, 60 წლის შვილი.
ნატალია ჯალაღონია