ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით თბილისის მერია ავრცელებს.
განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
“2013 წლის 3 ივლისს, თბილისში კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ ლარს ო. მოლინმა კომიტეტის შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ,,ადგილობრივ დონეზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმეების აღძვრა კომიტეტის ღრმა შეშფოთებას იწვევს,” ხაზგასმით აღნიშნა მან. ,,აღძრულ საქმეთა რაოდენობა, მათი წარმოების ფორმა, საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვებზე მრავალგზის გამოძახება აფერხებს ადგილობრივი ხელისუფლების ნორმალურ ფუნქციონირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არ მიუღია, კომიტეტის წევრები მოუწოდებენ მთავრობას, პატივი სცეს ადგილობრივი პოლიტიკოსების უფლებებს. კონგრესი საქართველოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მონოტირინგს აწარმოებს. შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაცია 2013 წლის მარტის სესიაზე მომზადდა. მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს ადგილობრივ დემოკრატიასთან დაკავშირებული რეფორმის მოცულობა. ,,ამ კუთხით, კონგრესი მზად არის, დაიწყოს მონიტორინგის შემდგომი პოლიტიკური დიალოგი, რათა ყველა მონაწილე მხარესთან ერთად განიხილოს 2013 წლის მარტში მის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულების პირობები. მთავრობის წარმომადგენლებმა ამ მხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს, რაც დადებთი ნიშანია”.
05.07.13