აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გაწეული გულითადი მასპინძლობისათვის გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის:
„ბატონო პრეზიდენტო,
მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა, ჩემი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, ჩემი და ჩემი დელეგაციის მასპინძლობისა და გამოხატული ყურადღებისათვის.
აზერბაიჯანს და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ურთიერთობას. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით, ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ჩვენი ერების ინტერესებისათვის მუდმივად მზარდი ურთიერთობა, კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება.
დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარ და მოძმე ქვეყანაში ჩემი ვიზიტისას წარმოებული ყველა მოლაპარაკება, შეხვედრები და ამავდროულად ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია, კიდევ უფრო წაახალისებს ჩვენს თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით.
ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ასევე მტკიცე პროგრესსა და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლობის წერილში.