სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, აჭარის რეგიონში, 18-20 დეკემბერს, მედიის წარმომადგენლებისთვის ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, მედიატური გაიმართება.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მედიის წარმომადგენლებს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოებს, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბს და აჭარის აგროსერვისცენტს დაათვალიერებინებს.
მათივე განმარტებით, მინისტრი ჟურნალისტებს აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებსაც გააცნობს. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ბათუმის პორტში ციტრუსის საზღვაო გზით გადაზიდვის პროცესს დაესწრონ.
სამინისტროს ცნობით, მედიატური ევროკავშირის პროგრამის – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.