უკრაინის უმაღლეს რადაში, რეფორმების განხილვის დროს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანების მიზეზი მინისტრის მიერ გუბერნატორისთვის დასმული კითხვა გახდა. დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის შს მინისტრი, “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
ავაკოვის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის გაღიზიანება მის კითხვას მოჰყვა
„ჩემ კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა სააკაშვილს ურთიერთობა რუს ოლიგარქთან და როგორ უკავშირდება ეს ოდესის პორტთან არსებული ქარხნის პრივატიზაციას, მიხეილ სააკაშვილმა კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე და ისტერიკაში ჩავარდა. დამიწყო ყვირილი, რომ არავის აქვს უფლება ასე ელაპარაკოს მიხეილ სააკაშვილს, შენ კორუმპირებული მინისტრი ხარ, ხოლო მე პატიოსანი კაცი. გადავიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე. მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და უბრალოდ წყალი შევასხი სახეში. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი ადამიანი”, – წერს ავაკოვი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არავის არაფრის თქმის საშუალებას არ აძლევდა, მათ შორის არც პრეზიდენტს.
“სააკაშვილი არის მატყუარა, რომელიც პასუხს არაფერზე აგებს. საკმარისია არტისტები და მასხარები. საჭიროა მუშაობა და არა ტრაბახი. უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? საკმარისია. მე არ ვაპირებ ნაძირალას უზრდელობები ავიტანო, რომელიც ხმამაღალ მიზეზს ეძებს გადადგომისთვის. მან ჩააგდო მუშაობა საკუთარ ადგილას. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით, რომ ყველა ცუდია და მხოლოდ ის არის კარგი. კორუფციონერები უნდა დავიჭიროთ და არა თვეობით გავუბათ ლაპარაკი და არ წარვადგინოთ ფაქტები. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან? ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს – დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები. საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა, მაგრამ მან აიწყვიტა. უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია. ქურდს ქუდი ეწვის?“, – აცხადებს არსენ ავაკოვი.