სან-ფრანცისკოში კატასტროფა განიცადა Boeing 777-მა. სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Asiana Airlines ავიალაინერი, სეულიდან მოფრინავდა. კატასტროფის ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
უახლესი ინფორმაციით დაღუპულია ჩინური წარმოშობის ორი მგზავრი, დაშავებულია 180 ადამიანი.
კატასტროფა, ლაინერის დაშვების დროს მოხდა. თვითმფრინავს, კუდის მოწყვეტის შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა.
ИТАР-ТАСС იტყობინება, რომ არაოფიციალური მონაცემებით თვითმფრინავში 291 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა.
08.07.13