21 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
21 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
3 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
3 დღის წინ
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
3 დღის წინ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

თურქეთში საზღვარზე შეჩერებული დროებითი (ტრანზიტული) სანომრე ნიშნიანი ე.წ. “Panel Van” დახურული ფურგონის ტიპის მცირე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები ყოველგვარი საფასურის გარეშე დღესვე გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს – ეს გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ  თურქულმა მხარემ სატრანზიტო საფასურის გადახდის მოთხოვნით საზღვარზე შეაჩერა საქართველოსკენ მომავალი M1 კატეგორიის ზემოხსენებული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შექმნილი ვითარების გამო თურქეთში სპეციალურად გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს   სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ხმალაძე და პრობლემა ადგილზე მოლაპარაკების შედეგად დროებით მოგვარდა. შეჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტრანზიტული გადასახადის გადახდის გარეშე იქნა გატარებული თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო თავად რეგულაციის თარიღის გადაწევა მოხდა 9 ივლისამდე.

შესაბამისად საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე 8 ივლისის შემდეგ ზემოთაღნიშნული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტულად გატარებისთვის ჯერჯერობით კვლავ იმოქმედებს გადასახადი – 600 ევრო დაუტვირთავი, ხოლო 1200 ევრო დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. საკითხის ბოლომდე დასარეგულირებლად საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მიმართავს დაინტერესებულ პირებს, რომ მხარეებს შორის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეიკავონ ან ავტომანქანების შემოსაყვანად ისარგებლონ ალტერნარიული მარშრუტებით.

ცნობისთვის: წლების განმავლობაში მოქმედებდა რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ სატრანზიტო გადასახადს სხვადასხვა ქვეყნებიდან თურქეთის ტერიტორიაზე დროებითი (ტრანზიტული) სანომრე ნიშნიანი ე.წ. “Panel Van” დახურული ფურგონის ტიპის მცირე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარებისათვის, მაგრამ საქართველოს დანიშნულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის არსებობდა შეღავათი, რომელიც პერიოდულად წესდებოდა გარკვეული ვადით.

მიმდინარე წლის  1 ივლისს  მოხდა მორიგი  ასეთი ვადის ამოწურვა, რამაც გამოიწვია თურქეთის საზღვართან ზემოთაღნიშნული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეყოვნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

08.07.13

Please follow and like us: