ინფორმაციას ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით „The Wall Street Journal“ ავრცელებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრისას გახდა ცნობილი.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შესახებ ანგარიშს საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსთვის 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.