7 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
8 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
8 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
8 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
17 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით ვენდოთ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.

თეა წულუკიანი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს გამოძიების დასრულებამდე კომენტარებისგან თავი შეიკავონ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. მე ვისურვებდი, რომ ყველამ შეიკავოს თავი წინასწარი კომენტარებისგან სანამ ოფიციალური ესქპერტიზა არ დაიდება და ვენდოთ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს. გელა ხვედელიძის მაგალითი აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში თვითონ მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ებრძოლოს დაუსჯელობის სინდრომს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მიქაუტაძის საქმეზე რა შედეგიც დაიდება, თუკი აღმოჩნდა, რომ ვინმე არის ამაში დამნაშავე, იმისდა მიხედვით დამყარდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებები”, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის განიცდიდა, რომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ოჯახის წევრები ასევე არ გამორიცხავენ, რომ მამუკა მიქაუტაძეს თავი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოეკლა.

08.07.13

Please follow and like us: