„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში დღეის მდგომარეობით 3 139 სესხი, ჯამური ღირებულებით 48 826 334 ლარი გაიცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ შორის: I კომპონენტში – 849 003 ლარის საერთო ღირებულების 1 644 სესხი, II კომპონენტში – 1 399 სესხი, ჯამური ღირებულებით 27 199 825 ლარი და III კომპონენტში _ ახალი საწარმოების შექმინისათვის გაცემულია 96 სესხი, საერთო ღირებულებით 12 592 428 ლარი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი დღეს, გურჯაანში მდებარე კომპანია “კახური ღვინის მარანს” ეწვევა და საწარმოს დაათვალიერებს.
“კახური ღვინის მარნის” ხელმძღვანელობამ, პრემიერ–მინისტრის ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში 600 000 დოლარის მოცულობის კრედიტი აიღო და საწარმოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადაიარაღება განახორციელა. კომპანიამ შეიძინა იტალიური ბრენდის Dელლა თოფფოლა-ს წარმოების უმაღლესი ხარისხის ღვინის ჩამოსასხმელი მანქანა-დანადგარები და ღვინის რეზერვუარები, რაც ხელს შეუწყობს მოკლე დროში და ყველანაირი სტანდარტის დაცვით ყურძნის გადამუშავებას, ღვინის დაყენებას და ბოთლებში ჩამოსხმას”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით, კომპანიას საშუალება მიეცა გაზარდოს წარმოება და საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა. “ეს კი, საექსპორტო არეალის გაზრდისა და ახალი ბაზრების მოძიების სტიმულირებას განაპირობებს”, – აღნიშნავენ სააგენტოში.

09.07.13

Please follow and like us: