დღეს ევროკავშირი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ეს ნაბიჯი განაპირობა იმან, რომ რუსეთს 1 ივლისამდე ქვეყანაში უნდა მიეღო კანონი უტილიზაციის მოსაკრებლის გადახდის შესახებ, თუმცა ვადებს გადააცილა.
რუსეთს ვალდებულება ამ კანონის მიღების შესახებ გასული წლის 1 სექტემბრიდან ჰქონდა აღებული-ქვეყანა ვალდებული გახლდათ მოსკარებელი დაეწესებინა იმ მსუბუქ ან სატვირთო ავტომანქანებზე, რომლებიც ქვეყანაში იწარმოება ან შემოდის სხვა ქვეყნებიდან, გარდა სავაჭრო კავშირის წევრი ქვეყნებისა.
ამ კანონის დაწესებას ითხოვს ევროკავშირი, რათა რუსეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი ავტოგიგანტების კონკურენტუნარიანობა შეამციროს.
09.07.13