ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის პრიორიტეტია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი პირობები. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მისია აგრეთვე მხარს უჭერს დიალოგს ყველა მხარეს შორის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მეშვეობით.
ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარების გარშემო ჯერაც არსებული შეშფოთებისა, მისიის დამკვირვებლებმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომლობის სასიამოვნო მაგალითი აღმოაჩინეს. დამკვირვებლები შეხვდნენ ადგილობრივ ეთნიკურად ოსსა და ეთნიკურად ქართველს, რომელთაც ადმინისტრაციული სასაზღვროს ზოლის მეორე მხარეს მეზობლად აქვთ მიწის ნაკვეთები.
“ორივე მამაკაცის განცხადებით, ისინი კარგი მეგობრები არიან და რეგულარულად ეხმარებიან ერთმანეთს მიწების დამუშავებაში. მათივე თქმით, დიდი სურვილი აქვთ, რეგიონის სხვა მაცხოვრებლებიც ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ”, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
09.07.13