ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალი წელი გვიხარია ლამაზად მორთული ნაძვის ხეა. მწვანე, ვერცხლისფერი, თეთრი თუ სხვადასხვა ინტერპრეტაციით დამზადებული ხელოვნული ნაძვის ხე. ცოცხალი, სპეციალურად ახალი წლისთვის გაზრდილი ნაძვი ქალაქის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.
ამერიკასა და ევროპაში ამ ცერემონიალს ცოტა ადრე, კათოლიკური შობის დადგომამდე მიმართავენ. ჯერ კიდევ ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ.
XVI საუკუნეში, მარტინ ლუტერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალეს.
ელექტროობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მართალია, თავდაპირველად, კამფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა შუშის და ფაიფურის ფიგურები. დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა.
1916 წელს, რუსეთში წმიდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ მოგვიანებით ეს ლამაზი სიბოლიკა მსოფლიო საშობაო ტრადიციად ჩამოყალიბდა.
მარიამ ფანჩულიძე