ახლად დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს უკვე დაავალა საქმიან წრეებთან შეხვედრების ორგანიზება.
გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს დღეებში შეხვედრას გეგმავს არასამთავრობო სექტორთანაც.
“უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინდა ბიზნესომბუდსმენს, ბატონ გიორგი გახარიას ვთხოვო საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს – ეს არ იყოს მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, მოვძებნოთ ახალი სახეები. ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია და მინდა, მათ წარმ