საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეებისა და ბუაძეების ოჯახებს საოჯახო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს. როგორც “თბილისი თაიმსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დაზარალებულთა საჭიროებებს წინასწარ გაეცნენ და საახალწლო საჩუქრებიც ამის შესაბამისად შეარჩიეს. “საოჯახო ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, პატარებმა ნაძვის ხე და სათამაშოები მიიღეს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.