ალბათ, ბვერჯერ გსმენიათ თაფლისა და ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებების შესახებ, მაგრამ ახლა გთავაზობთ რეცეპტს, რომელშიც ეს ორი შესანიშნავი ინტრედიენტი ერთმანეთთან არის შეთავსებული.
ეს სასმელი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, აქვთ კუნთებისა და სახსრების ტკივილი, აღენიშნებათ ჰიპერტონია, ზედმეტი წონა და სხვა… ასევე, ელექსირი შესანიშნავია გაციებისა და ყელის ტკივილის დროს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც თქვენ მოგიწევთ, ყოველდღიურად, უზმოზე ამ სასმლის დალევაა.
რას კურნავს ეს სასმელი?
ხსნის სახსრების ტკივილს. ასე რომ, იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ართრიტი;
ხსნის გულძმარვას;
ეხმარება დიარეისა და საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის სხვა პრობლემების დროს. დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ასევე, არეგულირებს არტერიულ წნევას;
ებრძვის ზედმეტ წონას;
შესანიშნავია ყელის ტკივილის დროს;
იწვევს ენერგიის მოზღვავებას;
სუფთავდება კანი და ბევრად ელასტიკური ხდება ის; ებრძვის ანთებით პროცესებს ორგანიზმში;
მხსნელი სასმლის რეცეპტი:
თავდაპირველად უნდა დარწმუნდეთ, რომ პროდუქტები, რომლებიც სასმელში შედის, 100%-ით ნატურალური და ორგანულია.
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი თაფლი;
1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (1 სუფრის კოვზიც შეგიძლიათ, თუკი კარგად იტანთ ძმრის გემოს)
1 ჭიქა წყალი.
როგორ მივიღოთ?
საუკეთესოა, თუკი ამ ელექსირს ყოველდღე დალევთ, ადრე დილით, საუზმემდე 20 წუთით ადრე, იმისათვის, რომ კუჭს ჰქონდეს დრო, აუჩქარებლად გადაამუშავოს ელექსირი. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ სასმელი მთელი დღის განმავლობაში – იმის მიხედვით, თუ რამდენად სჭირდება თქვენს ორგანიზმს გაწმენდა და ძალების აღდგენა.
ყურადღება! გაითვალისწინეთ, რომ ვაშლის ძმრის გადაჭარბებულად მიღებამ, შესაძლოა,
გამოიწვიოს კალიუმის რაოდენობის დაწევა ორგანიზმში. ასევე, ძმარი რეაქციაში შედის შარდსადენ და დამამშვიდებელ სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებიც ინიშნება დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. თუკი გადაწყვეტილი გაქვთ თაფლისა და ვაშლის ძმრის ელექსირით მკურნალობა და მსგავსი პრობლემები აღგენიშნებათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
წყარო: marao.ge