გავლენიანმა ,,ტელეგრაფმა“ ქართველი პრიმაბალერინა – ნინო ანანიაშვილი, მსოფლიოს 12 საუკეთესო ბალერინას შორის დაასახელა. სიაში პირველი ანა პავლოვაა, ხოლო ანანიაშვილმა მეექვსე ადგილი დაიკავა.
,,ტელეგრაფი“ ქართველ პრიმაბალერინას შემდეგი სიტყვებით ახასიათებს:
,,მიმზიდველად გრაციოზული, მისტიკური, პერსონალური მაგიით დაჯილდოვებული, ქარიზმატული, რომელსაც საკუთარ ოცნებებსა და ვნებებში პუბლიკის ჩართვა შეუძლია – ეს არის ის ღირებულებები, რაც მას გამოარჩევს რიგითი ბალერინებისგან. ახლა ის არის საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელია.“
ნატალია ჯალაღონია