შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ,,აჰლი-ბეითის“ კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია მისალოც წერილს აქვეყნებს:
,, ,,აჰლი-ბეითის“ კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია, რომელიც მარნეულის რაიონში მდებარეობს, სრულიად ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროს, ასევე, განსაკუთრებით, საქართველოს მოსახლეობისადმი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვას აქვეყნებს.
იესო ქრისტე, როგორც ქრისტიანებისთვისაა წმინდანი და მნიშვნელოვანი, ასევე მუსლიმებისთვის არის წმინდანი და მნიშვნელოვანი. ისლამის წმინდა წიგნი ყურანში იესო ქრისტე და დედა მარიამი არაერთხელ არის გახსენებული. მუსლიმმა უნდა იწამოს იესო, თუ იგი იესოს უარყოფს, მაშინ ურწმუნოდ გადაიქცევა, ასეა ისლამის რწმენის წესი.
ასე რომ, ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროს ვულოცავთ წმინდა შობის დღესასწაულს. განსაკუთრებით ჩვენს მამულიშვილებს, ( საქართველოს მოქალაქეებს) ასეთ უდიდესი მნიშვნელობის დღესასწაულს, შობას ვულოცავთ და ყველას ოჯახში ბედნიერებას, სიხარულსა და სიყვარულს ვუსურვებთ.
უფალს ვთხოვთ, რომ დადგეს ის დღე, როდესაც ყველანი ერთად გაერთიანებულ საქართველოში მივულოცათ ერთმანეთის დღესასწაულებს. უფალი გვფარავდეს ამინ!!!
პატივისცემით, ” აჰლი-ბეითის “კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია/ საქართველო.“
ნატალია ჯალაღონია