როცა თქვენი და მამაკაცის თვალები ერთმანეთს შეხვდება, ის დიდხანს და დაჟინებით გიყურებთ და ამ დროს გუგები უფართოვდება.
ნებისმიერ საბაბს ეძებს, რათა თქვენ გვერდით, თანაც, ძალიან ახლოს აღმოჩნდეს.
მუდამ ინტერესდება თქვენით. გეკითხებათ რა მოხდა დღის განმავლობაში, დაიღალეთ თუ არა. თანაც პატარა ბავშვივით გამხიარულდება, თუ რაღაც დაგემთხვევათ.
თუ თქვენს საუბარს მესამე ესწრება, მის მიერ დასმულ კითხვებს მოკლე პასუხებს გასცემს და აგრძნობინებს, რომ ის ზედმეტია.
შეყვარებული მამაკაცი ნებისმიერ მიზეზს ეძებს, რომ შეგეხოთ.
თქვენთან საუბრის დროს ხმის ტემბრი ეცვლება უფრო რბილი და ხავერდოვანი ხდება.
ზედმეტი ხვეწნის გარეშე ასრულებს ყველა თქვენს თხოვნას.
მუდამ მზადაა თქვენს დასახმარებლად.
როცა ერთად ხართ, გარშემო გოგონებს კი არა, გამვლელებაც ვერ ამჩნევს.
დროდადრო ბავშვივით მორცხვი ხდება და უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, თანაც ლოყები უვარდისფრდება.
ეცდება გაგაბედნიეროთ ყოველდღე, ნებისმიერ შემთხვევაში. სითბოთი და სიყვარულით მოგექცეთ.
ეცდება თქვენს გამხიარულებას, თქვენს გაცინებას. არ მოერიდება სულელი გამოჩნდეს. მთავარია, თქვენში ღიმილი გამოიწვიოს.
წყარო: marao.ge