ქართველი მსახიობი – მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში – “Bridge of Spies-ში“ თამაშობს. ფილმში მისი პარტნიორი ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი – ტომ ჰენქსია.
სიუჟეტში ასახულია ცივი ომის პერიოდში მომხდარი ნამდვილი ამბები. დრამატულ თრილერში მერაბ ნინიძე საბჭოთა კავშირს ემსახურება და დაკითხვებშიც მთავარი მოქმედი პირია.
თავად ტომ ჰენქსი ადვოკატს ბრუკლინიდან, სახელად ჯეიმს დონოვანს თამაშობს. მას SIA ამერიკელი პილოტის გასათავისუფლებად რთულ მისიაში აგზავნის. სპილბერგმა მერაბ ნინიძე 10 წლის წინ გადაღებულ ფილმ “Nowhere In Africa-ში“ იხილა და ისე მოიხიბლა მისი შესრულების მანერით, რომ თავის ახალ ფილმში მიიწვია.
“ Bridge of Spies -ის“ გადაღება 2014 წლის 28 სექტემბერს ბრუკლინში დაიწყო და მისი პრემიერა 2015 წლის 4 ოქტომბერს შედგა. ,,ჯაშუშების ხიდი“ საქართველოში 26 დეკემბრიდან შემოვიდა.
ნატალია ჯალაღონია