მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს სკანდინავია, სკანდინავიური მენიუ ან უბრალოდ გემრიელი და ხარისხიანი საკვები, ასათიანის 56 ნომერში საქართველოში პირველი სკანდინავიური რესტორანი გაიხსნა.

STAMPESOE Delicatessen Restaurant-ში მომხარებლებს რესტორანთან ერთად მაღაზიაც დახვდებათ. ახალგახსნილ მაღაზიაში ადგილზე გაკეთებული საკვები, ჯემები, მწნილები და სუნელები იყიდება. მაღაზიასთან ერთად, რესტორნის მფლობელი ფიქრობს, რომ მომავალში ყავის კუთხეს, ნორდიკულ კოქთეილ-ბარსა და საცხობს შექმნის. მფლობელის სიყვარული და ინტერესი საქართველოს მიმართ ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის, პირველი – ქართველი საცოლეა.

ქართველი მომხარებლებისთვის რესტორნის მენიუში სკანდინავიურ კერძებთან ერთად ქართული კერძები, ქართული და ევროპული ღვინოები იქნება წარმოდგენილი. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ თაფლი მთელი საქართველოდან, ლანჩის და ვახშმის მენიუები, წვნიანი კერძები, სალათები, მათ შორის ტრადიციული დანიური სალათები. 

ნორვეგიული და დანიური ტრადიციული კერძები  შექმნება ქართული ორგანული პროდუქტებით. ერთადერთი წინააღმდეგობა, რასაც რესტორანი ქართულ ბაზარზე შეხვდა არის მაღალი ხარისხის პურის მოძიება, რის გამოც, რესტორანშივეა განთავსებული საცხობი, სადაც ადგილზე აცხობენ სტუმრებისთვის პურს.

 „თბილისი თაიმსს“ საქართველოში პირველი სკანდინავიური რესტორნის შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე რესტორნის მფლობელი და მენეჯერი ტობიას სტამპესოს ესაუბრა.

ნორეგიული რესტორანიგვიამბეთ თქვენ შესახებ, როდის და რატომ გადაწყვიტეთ დაგეარსებინათ რესტორანი  STAMPESOE

– ყოველთვის მქონდა იმის სურვილი და ამბიცია, რომ საკუთარი რესტორანი მქონოდა. უკვე 17 წელია,რაც აქტიურად ვმოღვაწეობ მსოფლიოს მასშტაბით ამ სფეროში. შესაბამისად, რესტორნის გახსნა ამ მოღვაწეობის ბუნებრივი გაგრძელებაა და რადგანაც ბოლო 5 წელიწადი სკანდინავიური ორგანული კვების სფეროში გახლდით და ამ სფეროს ვეცნობოდი, ჩემი რესტორანიც ჩრდილოური, ე.წ. „ნორდიკული“ უნდა ყოფილიყო.

რა აქვს განსაკუთრებული თქვენს რესტორანს, რა სახის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?

– ჩემი აზრით, ჩვენი ძირითადი მთავარი და განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ სხვა რესტორნებისგან განსხვავებულები ვართ, უპირველესად, იმით, რომ პირველად ვთავაზობთ, ქართველ მომხარებლებს სკანდინავიურ ე.წ „ნორდიკულ“ რესტორანს, სადაც დელიკატესების მაღაზია და სამზარეულო ერთად არის წარმოდგენილი. ჩვენ იმ რესტორნების რიცხვს მივეკუთვნებით საქართველოში, რომლებიც თავისი მომსახურებითა და სამზარეულოთი საერთაშორისო დონის სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

თქვენ გადაწყვიტეთ,რომ რესტორანი გაგეხსნათ საქართველოში, რატომ დაინტერესდით ჩვენი ქვეყნით?

– ვფიქრობ, ყველა ვინც საქართველოს სტუმრობს, ეუფლება გრძნობა, რომ ეს ადგილი უნიკალურია და როდესაც კულინარიული კუთხით გაიცნობს, უკვე უყვარდება. თქვენი ქვეყანა კულინარიული კუთხით შემიყვარდა. ბოსტნეული, მწვანილი, წიწილა და ხილი, აქ უგემრიელესია. ერთ-ერთი საუკეთესოა ღვინო და სხვადასხვა სახის სასმელებიც.

ჩემი საცოლეც აქ გავიცანი და ორმაგად შეყვარებული გამოვდივარ. საჭმელ-სასმელზე და ჩემ მომავალ მეუღლეზე. – იქნება, თუ არა თქვენი ტრადიციული მენიუსგან განსხვავებული მენიუ ახალ გახსნილ რესტორანში?

– რამდენიმე კერძი რესტორანში გვაქვს უკვე, რომელიც უფრო ევროპულია, ვიდრე ნორდიკული, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ ფოკუსირება ძირითადად ნორდიკული სტილის კერძებზე მოვახდინოთ. აქ, რა თქმა უნდა, მარტო კერძების ასორტიმენტს არ ვგულისხმობ, არამედ იმას, თუ როგორი მეთოდებით ვამზადებთ თითოეულ კერძს. მხოლოდ საუკეთესო ხარისხი გამოგვარჩევს. ამასთანავე თანამედროვე სამზარეულოს მრავალ საინტერესო დანადგარს ვიყენებთ. ჩვენი კერძებისა და მათი, რომელიმე კერძო ინგრედიენტის  შესაქმნელად, ხანდახან, საათები და დღეები გვჭირდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მაგალითად, ჩვენო უძვლო წიწილის და ღორის ხორცის კერძის მომზადებას 48 საათზე მეტი ჭირდება.

თავად თუ მოგწენთ ჩვენი ქარტული ტრადიციული საკვები და რომელს გამოარჩევდით?

– როდესაც ნაბახუსევი ვარ, ყოველთვის მივირთმევ ლობიოს, ტყემალს, საწებელსა და ქართულ პურს. ამასთან ერთად ჭაჭის, რამდენიმე ჭიქის მიყოლება აუცილებლად მიბრუნებს სიცოცხლის ხალისს. ქართული სუფრები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ინგრედიენტების ძიებაში, სხვადასხვა სოფელს ვსტუმრობ ხოლმე. იმ სუფრასთან გატარებული დღე, რომელიც სავსეა ახალი ხილით, საოჯახო ღვინითა და ნიჭიერი თამადით, საუკეთესოა გამოცდილებაა. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოში და  აპირებთ, თუ არა ქვეყნის სხვა ქალაქებში ქსელის გაფართოებას?

 – დიახ, ჩვენი რესტორნის მთავარი შეფი, მაიკი, რომელიც წარმოშობით ასევე დანიელია, ჩემ  შემდგომ პროექტებში მონაწილეობას დათანხმდა. რა თქმა უნდა, 100%-ით დარწმუნებული არ ვარ ზუსტად რა გამოვა მაგრამ მგონია, რომ თბილისს რესტორანთან ერთად მომავალში კარგი ნორდიკული საცხობი, ორგანული კოქტეილ-ბარი და სუპერმარკეტი, სადაც საუკეთესო ქართული პროდუქცია იქნება თავმოყრილი ნამდვილად სჭირდება. მათ შორის, თუ რომელს განვახორციელებთ პირველს, ამას დრო გვიჩვენებს.

ნათია კეკენაძე

ნათია

Please follow and like us: