“საქართველოს ბანკმა”, Global Finance-ის ჯილდო “2015 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით” მიიღო.
როგორც “თბილისი თაიმსს” “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ჯილდო გაიცა Global Finance-ის “მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების” ფარგლებში.
კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით.
Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.