ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს 30-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის “ძლევაი” ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 420-მდე ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 17 ათასზე მეტი ნათლული ყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან. საყოველთაო ნათლობა ბოლოს, 18-19 ივლისს, ხულოსა და ბათუმში ჩატარდა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
14.07.13