სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას დაიწყებს.
საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა და მას საგამოძიებო მოქმედებების გატარების უფლება მისცა. მოსამართლეები პროკურატურას უფლებას აძლევს გამოიძიოს შესაძლო კრიმინალური დანაშაულებები, რომლებიც დაფიქსირდა საქართველოს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
როგორც ჰააგის სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს იმის საფუძველი, რომ ომის პერიოდში ჩადენილი იქნა ისეთი დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, როგორიცაა მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე სამხედრო დანაშაულებები და სამშვიდობოებზე თავდასხმა.
“არსებობს გონივრული საფუძველი იმისთვის, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის”, – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს განცხადებაში.