ბევრი ადამიანი საკუთარ თავს პირობას აძლევს, რომ ამ წელს აუცილებლად შეცვლის ცხოვრებას. ჩვენ გთავაზობთ 36 იდეას, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ მიზნად გადააქციოთ.
1. შეიძინეთ ახალი პროფესია ან სპეციალობა;
2. მოაწყეთ უჩვეულო ტურისტული მოგზაურობა (მაგალითად – 2-დღიანი ლაშქრობა – თუ ადრე ისვენებდით მხოლოდ კურორტებზე);
3. ისწავლეთ ახალი უცხო ენა;
4. ჩაეწერეთ სპორტულ დარბაზში;
5. შეადგინეთ მკაცრი დღის განრიგი და მიჰყევით მას;
6. დანერგეთ 3 სასარგებლო ჩვევა;
7. თავი დაანებეთ მოწევას (თუ ეწევით), ან არაჯანსაღ კვებას (ფასტ ფუდი);
8. გადალახეთ შიშის ფაქტორი (პარაშუტით ხტომა, დაივინგი და ა.შ.)
9. გაემგზავრეთ 3 ახალ ქვეყანაში;
10. წაიკითხეთ კვირაში მინიმუმ 1 წიგნი;
11. შეიქმენით საკუთარი ვებ გვერდი ან ბლოგი;
12. განახორციელეთ ბიზნეს იდეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაქვთ;
13. ცნობილ ადამიანთა შორის აირჩიეთ ერთი ადამიანი, ვისაც გსურთ რომ მიბაძოთ;
14. მოიკითხეთ ან/და საყვარელი ადამიანები ყოველ დღე;
15. თავიდან ისწავლეთ საგანი, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ სკოლის ან ინსტიტუტის პერიოდში;
16. იყიდეთ ძვირფასი ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ;
17. შექმენით თქვენს ირგვლივ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი;
18. გამოიმუშავეთ თანხა, რომელიც ტოლია __________.
19. გაუშვით ცხოვრებიდან ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გამძიმებთ;
20. გამორთეთ მობილური ტელეფონი 2 დღით და უბრალოდ დაისვენეთ:
21. დაწერეთ 50-გვერდიანი წიგნი საკუთარ გამოცდილებაზე;
22. გაიცანით ვინმე ქუჩაში;
23. შეაგროვეთ თანხა და დაეხმარეთ უპატრონო ბავშთა სახლს;
24. აითვისეთ გაყიდვების მენეჯერის პოზიცია – დაურეკეთ 50 უცნობ ადამიანს და შეეცადეთ თქვენი პროდუქტის გაყიდვა;
25. გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან;
26. იპოვეთ ჰობი, რომელსაც თქვენს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ისწავლეთ ხატვა, ან დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე.
27. გაიარეთ კურსები ბიზნესში, მარკეტინგში, გაყიდვებში ან სოციალურ მედია მენეჯმენტში. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის დაწყებაში და შემდგომ განვითარებაში;
28. ძილი – არანაკლებ 8 საათი დღეში;
29. გაწევრიანდით ბიზნეს კლუბში ან სავაჭრო პალატაში და გაიცანით უამრავი ბიზნესმენი;
30. ეწვიეთ უჩვეულო რესტორანს;
31. ჩაატარეთ პრეზენტაცია 50 ადამიანის წინაშე;
32. დაეხმარეთ სრულიად უცნობ ადამიანს;
33. დაარეგისტრირეთ თქვენი კომპანია;
34. ყოველდღიურად წაიკითხეთ მსოფლიო ახალი ამბები;
35. გაწერეთ თქვენი ცხოვრების მისია და ეტაპები, რომლებიც უნდა გადალახოთ;
36. შეასრულეთ დასახული მიზნების მინიმუმ 80%. ამ 36 მიზნიდან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 12, და თვიდან თვემდე დანერგოთ თითო დადებითი ჩვევა საკუთარ ცხოვრებაში. წყარო:
https://www.facebook.com/mfxbrokergeorgia/?fref=photo
ნატალია ჯალაღონია