romiშაბათს, ასი ათასობით იტალიელმა მასობრივი აქცია რომში, მაქსიმუსის მოედანზე მოაწყო. ისინი ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებენ გააუქმოს კანონი, რომელიც გულისხმობს ჰომოსექსუალთა იურიდიულ აღიარებას, რომელიც  მათ ასევე გარკვეულ შემთხვევებში ბავშვთა აყვანის უფლებებსაც ანიჭებს.

ანგარიში, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში გასულ კვირას იყო წარმოდგენილი, ხოლო ხმის მიცემა თებერვალში დაინიშნა. მთავრობის პოზიცია არაერთგვაროვანია და ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ეს წარსულში ერთხელ უკვე მოახერხა.

პროტესტანტებს, მთელი იტალიის გარშემო, მატარებლები და ავტობუსები ემსახურებიან ანტიკური რომის სახელობის სტადიონზე მისასვლელად, რათა მათ შეძლონ აქციაში მონაწილეობის მიღება.

“ჩვენ მთლიანი კანონის გაუქმება გვსურს, ყოველგვარი “გამონაკლისებისა” და “დაშვებების” გარეშე”. განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სიმონე ფილონმა. იგი განსაკუთრებით აღშფოთებულია კანონის იმ მუხლით, რომელიც გეი წყვილებს უფლებას ანიჭებს იყოლიონ ბიოლოგიური შვილები.

romiკრიტიკოსთა თქმით, ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს სუროგაციას, რომელიც იტალიაში კანონით აკრძალულია. “ჩვენ ვერ დავუშვებთ ბავშვებმა გადაიხადონ უფროსების სურვილებისა და კაპრიზებისთვის. ბავშვებს სჭირდებათ დედა და მამა,“ – განაცხადა ფილონმა.

შაბათის აქცია გვიჩვენებს, თუ როგორი პოლარიზებულია ერი, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანი გამოვიდა იტალიის ქუჩებში მოთხოვნით, რომ უნდა დამტკიცდეს  „სამოქალაქო კავშირის“ კანონპროექტი, რომელიც ეხება ჰომოსექსუალ და ჰეტეროსექსუალ წყვილებს.

ორგანიზატორთა თქმით, მიტინგს მაქსიმუსის მოედანზე დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი შეუერთდა. პოლიციას არ განუცხადებია მოსული ადამიანების რაოდენობის შესახებ, თუმცა, ქალაქის სამმართველოს განცხადებით, არენას დაახლოებით 350 000 ადამიანის დატევა შეუძლია.

ეკლესიის ზეგავლენა

იტალია არის ბოლო მნიშვნელოვანი დასავლეთევროპული ქვეყანა, რომელმაც არ აღიარა ერთსქესიანთა უფლებები და უმოქმედობის  გამო ევროპული სასამართლო  მას რეგულარულად აკრიტიკებს.

romi პრემიერ მინისტრი, მატეო რენზი, აპირებდა, რომ მიიღებდა კანონს  გასული წლის ბოლოს, მაგრამ იგი ამ კანონთან დაკავშირებით,  შეხვდა უფრო დიდ   წინააღმდეგობას ვიდრე კოალიციის  სხვა რეფორმების გატარებისას.

რამდენიმე თანამდებობის პირმა მთავრონიდან, ახალი ცენტრალური მემარჯვენეების პარტიიდან  (NCD Nuovo Centrodestra) მიიღო მოანწილეობა შაბათის დემონსტრაციაში, მაშინ როცა სხვებმა არ დაიშურეს ტაში გაწეული სამუშაოსთვის.

„მე ერთგული ვარ აქ შეკრების მიზნის“ დაწერა ტვიტერის გვერდზე  შინაგან საქმეთა მინისტრმა – ანჯელინო ალფანომ, რომელიც ასევე NCD პარტიის უფროსია. მან ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს რომელთა წინაშეც რენზის უწევს უპირატესობის მოპოვება პარლამენტში.

იტალია არის ღრმად რომაულ -კათოლიკური ქვეყანა, მართალია  ეკლესიის გავლენა ნელ-ნელა განელდა წლების განმავლობაში, მაგრამ შენარჩუნებული აქვს სოციალური ძალა. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია ასევე ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და  ბანერთა უმრავლესობაზე ნაჩვენები იყო რელიგიური  ქვეტექსტები.

ერთ კვირის წინ, პაპმა ფრანცისკემ, მკაცრად განაცხადა  ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ  ერთსქესიან  წყვილთა ქორწინებაზე. მან განაცხადა, რომ ტრადიციული ოჯახი არის „ოჯახი რომელიც ღმერთს სურს’’.

ზოგიერთმა პროტესტანტმა გაიმეორა მისი აზრი „ მე ვარ  ბაბუა და ეს კანონი ეწინააღმდეგება ღმერთსა და ბიბლიას’’ განაცხადა 71 წლის ფრანცისკე პანტუსიმრომელიც ცენტრალური ქალაქიდან მოშორებოთ არსებული ლა აკვილიდან რომში სპეციალურად ჩამოვიდა . „ჩვენი შვილები და შვილიშვილები უნდა იყვნენ დაცულები.“

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიელთა 70%-ის აზრით, ერთსქესიანი წყვილების ისეთი უფლებები, როგორიცაა, მემკვიდრეობის უფლება, ლეგალურად დაცული უნდა იყოს. თუმცა, მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ  ადაპტაციის უფლებები უნდა მიენიჭოს გეი წყვილებს.

წყარო: reuters.com

მარიამ ტაკაშვილი

Please follow and like us: