რა კარგია, როცა ყველაზე სასარგებლო პროდუქტები ყოველთვის ხელთ გვაქვს! თქვენს სამზარეულოში კიდევ ერთი მკურნალია – ეს მისი უდიდებულესობა კარტოფილი გახლავთ. კარტოფილის წვენის შესახებ ჩვენ ადრეც დაგვიწერია და უკვე იცით, რომ მას საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. თუმცა, გარდა მკურნალისა, ის თავის მოვლაშიც თქვენი მარჯვენა ხელი გახდება, როცა გაიგებთ, რა შეუძლია მის წვენს.
1 იმუნიტეტის გაძლიერება
კარტოფილის წვენში დიდი რაოდენობით C ვიტამინია, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. რას იტყოდით დღეში 1 ჭიქა კარტოფილის წვენზე? განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში.
2. ხელს უწყობს თმის ზრდას
ლამაზი, გრძელი თმის საიდუმლო მარტივია: გახეხეთ სახეხზე რამდენიმე მოზრდილი, გაფცქვნილი კარტოფილი, გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ თავის კანში. 20 წუთში ჩამოიბანეთ შამპუნით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ მაინც.
3. კანის დატენიანება
ახალგამოწურული კარტოფილის წვენი შესანიშნავად ატენიანებს კანს. გახეხეთ წვრილ სახეხზე გაფცქვნილი და გარეცხილი კარტოფილი, გამოწურეთ მარლის მეშვეობით წვენი. გაიწმინდეთ მშრალი კანი ამ წვენში დასველებული ბამბის ტამპონით დღეში მინიმუმ ერთხელ.
4. ხსნის სახსრებისა და ზურგის ტკივილს
ამ არაჩვეულებრივი ნაყოფის წვენი – ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაც გახლავთ. მას ასევე ართრიტის მკურნალობის დროსაც იყენებენ.
5. აუმჯობესებს გულის მუშაობას
კარტოფილის წვენი არაჩვეულებრივია გულისთვის, რადგან სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.
6. კანის მოვლის საშუალება
გთავაზობთ უნივერსალური ნიღბის რეცეპტს: უბრალოდ, გაიწმინდეთ სახე და ყელი კარტოფილის წვენით. 30 წუთში თბილ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით ჩამოიშორეთ შემშრალი წვენი. შემდეგ კი დაიბანეთ თბილი წყლით, ბოლოს შეისხით პირზე ანადუღარი გაცივებული წყალი.
7. გასტრიტის წამალი
გულძმარვასა და გასტრიტს ციკლებით კურნავენ: 10 დღე სვამენ კარტოფილის წვენს, ხოლო 10 დღე ისვენებენ. 10 დღის განმავლობაში, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოთ ერთი ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი.
8. სასმელი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ
კარტოფილს წვენი ასუფთავებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს ტოქსინებისგან.
9. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
როგორც სპეციალისტები ამბობენ, კარტოფილის წვენის რეგულარულად მიღების შემთხვევაში, მოგეხსნებათ მუცლის შებერილობა, დიარეა და მოუნელებლობა.
10. მოჰყავს ენერგიაზე
ისეთ ძლიერ ბიოსტიმულატორს, როგორიც კარტოფილს წვენია, შეუძლია მოგვიხსნას ქრონიკული დაღლილობა და დაგვმუხტოს ენერგიით!
წყრო: marao.ge