სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ  გამოვლენილ სამართალდარღვევათა რიცხვი, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.

ეს ტენდენცია გამოიკვეთა იმ ანგარიშში, რომელიც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა  მიმდინარე წლის ორი კვარტალის განმავლობაში გამოვლენილი და აღკვეთილი კანონდარღვევების შესახებ წარმოადგინა.

ანგარიშის მიხედვით, სამართალდარღვევათა უდიდესი წილი მოდის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევაზე, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო სანქციებს ითვალისწინებს. 2013 წლის ორ კვარტალში გამოვლენილია 2338 სამართალდარღვევა.

მათი დიდი ნაწილი ისეთ დარღვევებზე მოდის, როგორიცაა:

პირის მიერ საქონლის წარდგენის/ ზოგადი დეკლარირების/ დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – 235 შემთხვევა (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 203 შემთხვევა).

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში  51 შემთხვევა. (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 22 შემთხვევა).

საქართველოს საბაჟო საზღვერზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადატანა ან გადმოტანა – 102 შემთხვევა. (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 51 შემთხვევა).

საქართველოს საბაჟო საზღვერზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადატანა ან გადმოტანა ჩადენილი განმეორებით – 8 შემთხვევა. (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 8 შემთხვევა).

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ექვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად 11 შემთხვევა.  (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 8 შემთხვევა).

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000  ლარზე  (ან სხვა ვალუტაში მის ექვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად 15  შემთვევა.  (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 8 შემთხვევა).

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად 1076 შემთხვევა.  (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 225 შემთხვევა).

საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა – 5 შემთვევა. (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 3 შემთხვევა).

სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა – 2 შემთხვევა. (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 2 შემთხვევა).

სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა განმეორებით 0 შემთხვევა.  (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 1 შემთხვევა).

სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკნონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება – 3 შემთხვევა. (ანალოგიური საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – 624 შემთხვევა. (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 176 შემთხვევა).

პირის მიერ საქართველოს საბჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან ალულად ჩადენილი განმეორებით 62 შემთხვევა. (ანალოგიური სამართალდარღვევა 2012 წელის I-II კვარტალის მონაცემების მიხედვით – 11 შემთხვევა)

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ცნობით,ზემოაღნიშნულ პერიოდში სხადასხვა სახის საბაჟო სამართალდარღვევათა საერთო რაოდენობამ 144 შემთხვევა შეადგინა.

 16.07.13

Please follow and like us: