ავთვისებიან სიმსივნეთა შორის საქართველოში ერთ–ერთი გავრცელებული ძუძუს კიბოა. მთელს მსოფლიოში იზრდება ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, საქართველოში ეს რაოდენობა ყოველწლიურად არის 1200–1300. საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული დაავადების შესახებ,  მათ არ იციან რა იწვევს სიმსინმნურ დაავადებას, რა სიმპტომები ახასიათებს და ა.შ

რემა ღვამიჩავა„ავთვისებიან სიმსივნეებს ადრეული სიმპტომები არ გააჩნია. ამ დროს ქალბატონს არაფერი არ აწუხებს ამიტომ მან სკრინინგი უნდა ჩაიტაროს, რათა დავიჭიროთ სიმსივნე მის ადრეულ სტადიაზე, წინასწარ გავიგოთ საფრთხის შესახებ. გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ბევრია. თუმცა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ცხოვრების წესია. მკურნალობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფენისთვის, რადგან უპირველეს ყოვლისა სკრინინიგი უფასოა, მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება. სოციალურად დაუცველებს მთიანად უფინანსდებათ კურსი. ყველა სიმსივნეს თავისი ასაკობრივი ზღვარი აქვს. საქართველოში ძუძუს კიბოს ასაკობრივი პიკი მოდის – 50 დან – 57 წლამდე.“– აცხადებს „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ონკოლოგი რემა ღვამიჩავა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას,  სადაც  მინისტრმა გამოაცხადა, რომ   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრეპარატ “ჰერცეპტინით” ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოსახლეობას გაუჩნდა არაერთი შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა, რამდენ ბენეფიციარს დააფინანსებს მერია, ასევე რამდენია გამოყოფილი თანხა. ამ და სხვა საწირო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ხათუნა ავლოხაშვილი ესაუბრა. meria

ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობას მერია დააფინანსებსრამდენად შეეააბამება სინამდვილეს ეს ინფორმაცია? რა თანხაა განსაზღვრული?

– თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 1 თებერვლიდან დაიწყო ახალი – „ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების პროგრამის” განხორციელება. პროგრამა ითვალისწინებს (HER2-დადებითი) ძუძუს ადრეული კიბოს (I-III სტადია) მქონე პირებისთვის პრეპარატ-ჰერცეპტინის (ტრასტუზუმაბი) დაფინანსებას. პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია.

რამდენ ბენეფიციარზეა  გათვლილი ეს პროგრამა?

– მიმდინარე წელს დაგეგმილია 130 პაციენტის დაფინანსება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მომართვიანობა მოიმატებს, პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება და მოხდება მისი გაზრდა. რა კრიტერიუმით იქნებიან შერჩეული, როგორ უნდა მოხდეს დაინტერესებულის მხრიდან დაკავშირება, ჩართვა ამ პროგრამაში? – პროგრამის მოსარგებლეები მერიაში მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ჰერცეპტინის დაფინანსების საგარანტიო წერილს მიიღებენ. მოსარგებლე პირმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

) განცხადება;

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ტარგეტული თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან გაცემული მოსარგებლის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ფორმა №IV-100/), რომლებიც გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე. ამასთანტარგეტული თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №IV-100/ში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა, ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა.

) HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში ასევე, in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

) მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის (ფორმა N3) ასლი;

) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 კვირით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ჰერცეპტინით ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის  მზაობის თაობაზე;

) კალკულაცია, მიმწოდებელი ორგანიზაციიდან.

„შესაძლებლობა მოგვეცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვეხორციელებინა პროექტი, რასაც მერიამ ჩაუყარა საფუძველი. პრეპარატ “ჰერცეპტინის” საჭირო რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 12-13-ია. ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღირებულების 80%-ს აფინანსებს. პაციენტს მკურნალობა წელიწადში 50 000 ლარის ფარგლებში უჯდებოდა, ეს ღირებულება 7 000 ლარამდე შემცირდა. ნაწილი დააკლო კომპანიამ, 80%-ს ანაზღაურებს სამინისტრო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ ქალბატონებს სკრინინგის შესაძლებობის გამოყენებისკენ მოუწოდა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.moh.gov.ge და ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 15-05.

მარიამ ფანჩულიძე

(Visited 365 times, 1 visits today)

კომენტარები