იან კელიტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს შეერთებული შტატების ელჩი. იან კელის თქმით საელჩო ყურადღებით აკვირდება პროცესს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პერიოდში.

“ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოსი დემოკრატიის წარმატება. საქართველოს დემოკრატიისთვის წელს მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები ტარდება. ჩვენი პრიორიტეტია ასევე, რომ პოლიტკური სცენის ყველა მოთამაშის ხმა ისმინებოდეს მოსახლეობის მიერ, რაშიც მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საელჩო დაინტერესებულია იმ მოვლენებით რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მედიაგარემოს და მიმდინარე პროცესებს. ამიტომ ვითხოვეთ შეხვედრა მაესტროს ხელმძღვანელობასთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ გარკვეულ მოთამაშეებთან გვქონდა შეხვედრა. მომავალში გვსურს ვიხილოთ, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის, რასაც ვეძახით თანაბარ სათამაშო ველს”, – განაცხადა იან კელიმ.

(Visited 6 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*