ტავ ჯორჯია7 თებერვალს, ქართულ მედია სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების გაუქმების“ შესახებ არ შეესაბამება არსებულ რეალობას. „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული განახლებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი  ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას მოიცავს. სწორედ ამიტომ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2016 წლის მარტიდან დაიწყება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, ასაფრენ – დასაფრენი ზოლის დღის გარკვეულ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე საათით, სარემონოტო სამუშაოების წარმოებისთვის დაკეტვას (1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00; ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00).

როგორც “თბილისი თაიმსს” ტავ ჯორჯიადან აცნობეს, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს და წინასწარ დამუშავებული და გაწერილია ყველა სამუშაო პროცედურა თუ დეტალი. გრაფიკი მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული ავიაკომპანიის ინტერესს.

ხოლო ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით. ასაფრენ -დასაფრენ ზოლზე ჩასატარებელი სამუშაოების თითოეული ეტაპის დაგეგმვა ხორციელდება ფრენების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს როგორც აეროპორტისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებისთვის. დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შედეგად კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეექმნებათ როგორც ავიაკომპანიებს, ასევე  მგზავრებს, რამდენადაც ისარგებლებენ აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

განსახორციელებელი პროექტის თითოეული დეტალი, დამპროექტებელი და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, შეთანხმებულია სახელმწიფოსთან.

ასაფრენ ბილიკის რეაბილიტაციის პროექტის, დაგეგმარება და უსაფრთხოების ნორმები შესრულებულია ფრანგული კომპანია „adpi” – ის მიერ და შეთანხმებულია ასევე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია “IATA” – სთან.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ემსახურება, რომლის რეაბილიტაციაც შეუძლებელია გარკვეული შეზღუდვების გარეშე. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ყველა იმ აეროპორტში სადაც, მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ფუნქციონირებს.

ტავ ჯორჯიას შესახებ

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.

დღესდღეისობით „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის(სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს,  რიგის, მედინას აეროპორტები და სხვა).  ამასთანავე აღსანიშნავია, რომ  ორივე კომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*