საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აბიტურიენტების უმეტესობა კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში აბარებს.  ამის მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში,  ნაკლები გადასახადია. სულ საქართელოში დაახლოებით 25 უმაღლესი სასწავლებელი და 25 სასწავლო უნიევრსიტეტია. მთლიანად, სახელმწიფო უნიევრსიტეტების რაოდენობა კი – დაახლოებით 10-მდე აღწევს.

სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ  საკმარისი თანხის უქონლობის გამი გადაწყვიტეს ჩაებარებინათ სახელმწიფო უნიევრსიტეტებში, სხვა შემთხვევაში, ან კერძო უნივერსიტეტში ჩააბარებდნენ ან საზღვარგარეთ განაგრძობდნენ სწავლას.

,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რა შენიშვნები აქვთ სტუდენტებს უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლებისადმი. ამისთვის, რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დავუკავშირდით.

თსუყველაზე დიდი რაოდენობით სტუდენტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, სტუდენტების უმეტესობა ფიქრობს, რომ  უნივერსიტეტი ამდენი სტუდენტის  მოთხოვნებს თანაბრად ვერ აკმაყოფილებს და სხვადასხვა პრობლემა არსებობს, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია.

თორნიკე შევარდნაძე: ,,მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრს უნივერსიტეტში კიდევ ვერ გაუცნობიერებია, რომ უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტს. უნივერსიტეტის იდეა არის ის, რომ ყველა და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით. სტუდენტი არის მთავარი ღირებულება, რომლის უზენაესობის გარეშე უნივერსიტეტის იდეა ირღვევა. აი, ამ პრინციპის უფრო მეტად რეალიზაციას ვისურვებდი.

აგრეთვე, უნივერსიტეტმა ფეხი უნდა აუწყოს იმ გამოწვებებს,  რაც ეპოქის წინაშე დგას. კარგია – ვიამაყოთ წარსულით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვეობა სხვა სტანდარტებს მოითხოვს და უნდა მოვერგოთ დროს – ცოტათი ჩამორჩენა გვაქვს მოდერნიზაციის თვალსაზრისით. სხვა მხრივ, პირველები ვრჩებით კავკასიაში, მაგრამ ჩვენ ევროპაში ლიდერობა გვსურს.“

სალომე ზანდუკელი: მაწუხებს ის,  რომ ინფრასტრუქტურა საშინლად მოუწესრიგებელია. გარდა ამისა, ჭირს სამეცნიერო წიგნები, უფრო ჭირს სამეცნიერო წიგნები ქართულ ენაზე (გამართულ ქართულ ენაზე).

უნივერსიტეტი ვერ ახერხებს რომ თავისსავე სტუდენტს შეუქმნას დასაქმების სივრცე, განახვავებით კერძო უნივერსიტეტებისგან, რომლებიც 100%-იანი თუ არა, დიდი პროცენტის გარანტიით ზრუნავენ, რომ სტუდენტებმა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შეძლონ რეალიზაცია.“

iliauni_logoილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტში სტუდენტების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უნივერსიტეტი ხშირად პოლიტიკური მანიპულაციის საგანი ხდება. ერთერთი სტუდენტი, რომელცი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, გვეუბნება, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი მართავს უნივერსიტეტს და ავიწროებს ისეთ ლექტორებს, რომლებიც განათლებულები და სტუდენტებისთვის  საყვარლები არიან. მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ  სხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. ასევე, ნაწილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში უსამართლობად და დაჩაგვრად მიაჩნია ის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ლექტორების უმეტესობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

,,რატომღაც, აზერბაიჯანელ სტუდენტებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას ქულის დაწერის თვალსაზრისით. ლიბერალი ადამიანი ვარ და შესაბამისად, თანასწორობის მომხრე, ამიტომაც ვამბობ ამას. ლექტორმა ერთ აზერბაიჯანელ სტუდენტს საბოლოო ქულად მაქსიმალური ისე დაუწერა, რომ ჯერ არც შემოწმებული არ ჰქონდა და არც არავისთთვის არ ჰქონია ქულა ატვირთული. სულ სხვა სიტუაცია იყო 2013-2014 წლებში და 2014 წლის მეორე სემესტრიდან ვეღარ ვცნობ ილიას უნივერსიტეტს“ – გვეუბნებ ერთერთი სტუდენტი.

რაც შეეხება სხვა სტუდენტების შენიშვნებს:

მარიამ ჩაჩაურაშვილი: ,,ადმინისტრაციული კუთხით რაღაც საკითხები სტუდენტებისთვის არეულია და კარგი იქნება, რომ გაამარტივონ და უფრო გასაგები გახადონ. გარდა ამისა, ურიგო არ იქნებოდა, რომ კანცელარიაში სტუდენტებისადმი უფრო თბილი და ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდეთ.

ვისურვებდი, რომ ლექტორების მხრიდან დაგვიანება და ლექციების გაცდენა შემცირდეს. ზოგადად კი, ლექტორების კვალიფიკაცია-განათლებას არაფერს ვერჩი.“

ჯემო მეკოკიშვილი: ,,ჩემთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ უნივერსიტეტში გართობის მხრივ არაფერი ხდება. ილიას წვეულებები საერთოდ არ არის ორგანიზებულია. როგორც მე ვიცი, უნივერსიტეტი ძალიან ცოტა თანხით აფინანსებს თვითმმართველობას და ამის ბრალია, რომ ვერ კეთდება კარგი ივენთები.“

samedicino universitetiთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:

ნინო ჟორჟოლიანი: ,,უკმაყოფილი ვარ იმის გამო, რომ სათანადო ყურადღება არ ექცვეა ჩემს ფაკულტეტს. კერძოდ, სწავლის ხარისხის მაჩვენებელი დაბალია, უსამართლობის მსხვერპლი ვართ სტუდენტები ( ვგულისხმობ,  ქულებს და ზოგჯერ, პიროვნულ შეურაცხყოფასაც კი).

აქვე განვმარტავ სწავლის ხარისხს: გვაქვს მოკლე კურაციები, კერძოდ, 5-დღიანი და ამ დროში გვთხოვენ, იმ მასალის დამუშავებას, რასაც მედიკოსი მთელს სემესტრს ანდომებს. გარდა ამისა, გავდივართ საგნებს, რომლის ლიტერატურაც არ მოიძებნება. გვყავს ხანშიშესული ლექტორებიზოგს მხედველობა აქვს დაქვეითებული, ზოგს–  სმენა და ადეკვატურად ვერ აფასებენ სტუდენტებს. ზოგიერთი მათგანი  ტექნოლოგიურ განვითარებასაც ვერ ეგუება და რეფერატების ხელით წერას გვთხოვენ. 4-5 თაბახის ფურცელზეა საუბარი.

 ასევე, ჩვენს ბიბლიოთეკაში ნაბიჯის გადდგმაა ეზარებათ და ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის არის, გვეუბებიან, რომ არ აქვთ.

დეკანატი დროულად არ გვაწვდის ინფორმაციას, ამის გამო, ზოგერთი ლექტორი ერევა ისეთ საკითხებში, რომლებიც მას არ ეხება და დიდ ფსიქოლოგურ გავლენას ახდენს ჩვენზე.

არ გვექმნება შესაბამისი პირობები განვითარებისთვის და ყველააზე მთავარი ისაა, რომ თეორიული ინფორმციას პრაქტიკულად ვერ განვიხილავთ. თუნდაც ის, რომ სლაიდშოუების საშვენებლადაც კი არ გვაქვს აპარატი.“

თამარ ჟღენტი: ,,ჩემს უნივერსიტეტს აკლია სასადილო ადგილი, არ გვაქვს წესიერი ადგილი, სადაც გამოივიკვებებით  და გვიწევს სადღაც წასვლა. ასევე,  შეფასების დაწერამდე მასალის ახსნის პრობლემაა. ამ მხრივ ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი.“

teqnikuri universitetiრაც შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შენიშვნებს:

მარიამ ქამუშაძე: ,,ძალიან არ მომწონს ბუფეტი, მიუხედავად იმისა, რომ გაკეთებულია, სულ მოუწესრიგებელია და საშინელი სიტუაციაა. მგონია, რომ საუკუნის დასასუფთავებელია. რაც შეეხება სწავლას – ამ მხირვ, შენიშვნა არ მაქვს.

აზა ჩხარჩხალია: ,,სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით მაქვს შენიშვნები. კონკრეტულად, ჩემს ფაკულტეტზე მოდულების გადარჩევა საკმაოდ უსიამოვნო პროცესია. როგორც კონსტრუქტორებს, ერთი წლის სწავლება არ გვყოფნის, უკეთესი იქნებოდა, ორი წელი ვსწავლობდეთ. სხვა თვალსაზრისით, საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს, თუ დაგვიანებულ რემონტს არ ჩავთვლით, თუმცა ესეც ჩვენს სასიკეთოთ ხდება.

ასევე, კარგი იქნებოდა, კონკრეტული სასწვლო კორპუსის/ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში წიგნების უფრო მეტი ეგზემპლარი იყოს.

soxumis muniversitetiსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ნათია სტეფანიშვილი: ,შენიშვნები უფრო სწავლის ხარისხთან დაკავშირებით მაქვს. უმჯობესი იქნება, რომ თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მუშაობასაც დაეთმოს მეტი დრო. ასევე, კარგი იქნება, რომ გარკვეულ თემებზე ტრენინგკურსები გვიტარდებოდეს.“

თამუნა სამხარაული: ,,შენობა გასარემონტებელია, და გადაადგილება გვიჭირს. ასევე, გათბობა ცუდია და დიდხანს ვერ ვრჩებით სასწავლო სივრცეში. არ გვაქვს კაფე და სასმელი წყალი.

რაც შეეხება სწავლას, ვფიქრობ,  ძალიან კარგია და ამ მხრივ არანაირი პრეტენზია არ მაქვს.“

konservatoriaვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსევატორია

თიკო ბარაბაძე: ,,ვფიქრობ, რომ კონსერვატორიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტი მუსიკალურად გაიზარდოს და პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, თუმცა,  მოხარული ვიქნები, თუ ორკესტრს მეტი ყურადღება მიექცევა, ასევე, თუ მეტი მოთხოვნა იქნება სტუდენტებზე, დაიგეგმება არაერთი კონცერტი  სხვადასხვა ქალაქში, სასურველია, უცხოეთშიც. კარგი იქნება, თუ  ურთიერთობა გვექნება საქართველოში არსებულ სხვა ორკესტრებთან და მათ წევრებთან და  მათთან ერთად სხვადახვა საერთო მოეწყობა.“

ბაქარ ღიბრაძე: ,,ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმალურია, თუმცა უმჯობესო იქნება, მეტად რომ  გაღრმავდეს ურთიერთობები ფაკულტეტებს შორის, იმიტომ რომ ჩვენ ერთიანი სისტემა ვართ და არ შეიძლება სიმებიამების, დასარტყმელების, ჩასაბერების, ვოკალისტების იზოლორება ერთმანეთისგან. აქაც საჭიროა დატვირთული პროექტების მთელი რიგი, რომელიც მეტად გამართავს კოლეგიალურ უერთიერთობებს მუსიკოსებს შორის.

samsaxtvroთბილისის სამხატვრო აკადემია:

ელენიკო რუხაძე: ,,სასურველია იყოს მეტი პრაქტიკული დავალება. ასევე, გვინდა, რომ იყოს მეტი გაცვლითი პროგრამა, რადგანაც  საერთოდ არ გვაქვს კონტაქტი უცხოეთთან.

ჩვენ პირადად განათების პრობლემაც გვაქვს. კარგი განათება შუქ-ჩრდილების უკეთ დანახავასა და მერე დახატვას შეუწყობდა ხელს.“

ავთანდილ გვარამია: ,,ამ შემთხვევაში კონკრეტულად მედიაფაკულტეტზე ვიტყვი,  უკეთესი ტექნიკა რომ იყოს, კარგი იქნება. იმ პროფესიისთვის, რაზეც ვსწავლობთ, არასაკმარისი მონაცემებიანი კომპიუტერები გვაქვს. უკმარისობის გამო, ხშირად გამოცდის დროს ლოდინი გვიწევს.“

ეს და სხვა მრავალი პრობლემა აწუხებთ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს. მათი უმეტესობა ამბობს, რომ, რატომღაც, არც განათლების სამინისტრო და არც თავად უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა არ ცდილობს, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც უკვე  წლებია არსებობს.

,,21-ე საუკუნის სტუდენტებს მსგავსი პრობლემები არ უნდა გვაწუხებდეს“ – აღნიშნავენ სტუდენტები.

ნატალია ჯალაღონია

Please follow and like us: