17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

maestroტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება

. თანამშრომლები განაგრძობენ საქმიანობას, ვიდერე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება.

“ტელეკომპანია “მაესტროს” სახელით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის პოზიცია. “მაესტროში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ: “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება. თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას. თანამშრომლები აგრძელებნ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაშია. თუმცა, ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორისგან განკარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე “მაესტროს” მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები