საქართველოს პარლამენტში „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტის განხილვა – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის – გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართა.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა კანონმდებლებს ახალი „ტყის კოდექსის“ ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები გააცნო. მხარეებმა სატყეო სექტორის რეფორმაზე იმსჯელეს.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და ბესარიონ აბაშიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.